მესი და სუარესი ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში არ ითამაშებენ
ლიონელ მესი და ლუის სუარესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ ინფორმაციას "ინტერ მაიამი" ადასტურებს.
არგენტინელი ჯერ კიდევ კოპა ამერიკის ფინალში მიღებულ ტრავმას იშუშებს. ლეომ კოჭზე მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც თვალითაც კარგად შესამჩნევი იყო.
რაც შეეხება ლუის სუარესს, მის შემთხვევაშიც შეხვედრის გამოტოვების მიზეზი ტრავმაა. ის მუხლში დისკომფორტს გრძნობს, რომელიც "ჩიკაგოსთან" მატჩის შემდეგ მოჰყვება.
Inter Miami have confirmed that Leo Messi and Luis Suárez will miss the MLS All-Star Game on Wednesday.
— B/R Football (@brfootball) July 22, 2024
Messi is still recovering from the ankle injury suffered in the Copa América final while Suárez has knee discomfort following the match vs. Chicago Fire. pic.twitter.com/iViPxVunKB
MLS-ის გასულ სეზონში მესიმ "ინტერ მაიამის" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და აქედან 14-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. გარდა ამისა, არგენტინელმა 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ლეოს მსგავსად სუარესსაც 14 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ურუგვაელს ამისთვის 22 მატჩი დასჭირდა. გოლებთან ერთად ლუისმა აქტივში 7 ასისტიც ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ MLS-ის ყველა ვარსკვლავის შეხვედრა თბილისის დროით 25 ივლისს 04:00 საათზე არის ჩანიშნული.