Belive

გატი: "მარადონა მესის ჯობია - მბაპეს უკეთესი მსოფლიო ჰქონდა, ვიდრე მესის..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა არგენტინელმა მეკარემ - ჰიუგო გატიმ, საინტერესო კომენტარი გააკეთა.

79 წლის მეკარემ, რომელიც ერთ დროს "რივერ პლეიტის"; "ბოკა ხუნიორსის"; "ხიმნასიასა" და "სანტა ფეს" ღირსებას იცავდა, 2022 წლის მსოფლიო თასზე, მესისა და მბაპეს შედარებასა და ზოგადად, ფეხბურთის ისტორიაში, მესისა და მარადონას შედარებაზეც ისაუბრა.

"ის, რასაც ერთ დროს პელე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აკეთებდა, მესი მას ვერ შეედრება. აქვე უნდა დავამატო ის ფაქტი, რომ მარადონა უფრო კარგი და დიდებული ფეხბურთელი იყო ვიდრე მესია.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რისი თქმაც მსურს არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მესიმ ნანატრი ტიტული მოიგო, მბაპეს უკეთესი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა..." - ჰიუგო გატი

ჰიუგო გატი არგენტინის ჩემპიონატის გარდა, 1966-1977 წლებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობდა.

სხვა სტატიები