Belive

ამ მომენტისთვის სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული კლუბი რეალია

23 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, კლუბები მთავარ სოციალურ პლატფორმებზე (Facebook, Instagram, TikTok, YouTube და X) გამომწერთა რაოდენობის მიხედვით შეაფასა.

რეიტინგში განსაკუთრებით რეალი და ბარსელონა გამოირჩევიან - მადრიდელებს სოც. ქსელებში ჯამში 488 მილიონამდე გამომწერი ჰყავთ, კატალონიელებს კი - 442 მილიონამდე. საუკეთესო სამეულს 239 მილიონი გამომწერით მანჩესტერ იუნაიტედი ასრულებს.

საუკეთესო ათეულში შესულ გუნდებს შორის, გასულ წელთან შედარებით, ყველაზე დიდი ზრდა ბაიერნს ჰქონდა - რეკორდმაისტერს ამ დროის განმავლობაში 16 მილიონი მიმდევარი მოემატა.

ტოპ 10-ში შემავალ კლუბებს ჯამში 2,36 მილიარდი გამომწერი ჰყავთ, რაც გასულ წელთან შედარებით 3.8%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი შერჩეულ პლატფორმებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: Instagram (31%), Facebook (31%), TikTok (17%), X (16%) და YouTube (5%).

Top 10 - კლუბების გამომწერთა რაოდენობა მთავარ სოციალურ პლატფორმებზე:

  1. რეალი - 487,6 მილიონი გამომწერი

  2. ბარსელონა - 441,8 მილიონი გამომწერი

  3. მანჩესტერ იუნაიტედი - 238,6 მილიონი გამომწერი

  4. პსჟ - 208,1 მილიონი გამომწერი

  5. მანჩესტერ სიტი - 187,8 მილიონი გამომწერი

  6. ლივერპული - 179,2 მილიონი გამომწერი

  7. იუვენტუსი - 178,3 მილიონი გამომწერი

  8. ბაიერნი - 165,2 მილიონი გამომწერი

  9. ჩელსი - 156,5 მილიონი გამომწერი

  10. არსენალი - 118,5 მილიონი გამომწერი

სხვა სტატიები