Belive

მარესკა: ,,პარი სენ ჟერმენის დამარცხება შეგვიძლია''

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, პარი სენ ჟერმენთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ენფილდზე მოგება? ამისთვის ყოველ დღე ვმუშაობთ, ეს ერთადერთია, რაზეც ვფიქრობთ და რაზეც კონცენტრირებულები ვართ. მოედანზე ძალიან ბედნიერები ვიყავით და წარმოუდგენელია, რაც გასახდელში ხდებოდა.

ხვალ საღამოსთვის გზავნილი საკმაოდ მარტივია: სრულყოფილი თამაში უნდა ვაჩვენოთ, რადგან პსჟ ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდია. მათ ზედიზედ მოიგეს ბოლო ორი ჩემპიონთა ლიგა, რაც ძალასა და კლასს უსვამს ხაზს. სრულყოფილი მატჩი და ჩვენი მაქსიმუმი გვჭირდება. ვფიქრობ, მათი დამარცხება შეგვიძლია.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, რომლებიც ბრალდებებისა და გამამტყუნებელი განაჩენების ფონზე, კლუბის გვერდით დგანან: მათ მოიტანეს ვნება და ხმა. იმედია, ამას ხვალ საღამოსაც გააკეთებენ და ეს გვჭირდება. ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგის საღამოები აქ განსაკუთრებულია. იმედია, ხვალინდელიც განსაკუთრებული იქნება.

სეზონის სტარტი? ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, ეს ფაქტია. იმ კუთხით, თუ როგორ ვცდილობთ შეტევასა თუ დაცვას, ეჭვგარეშეა, რომ მოსამატებელი გვაქვს. ზედიზედ შვიდი თუ რვა მატჩი მოვიგეთ, სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე ყველა სხვადასხვანაირი იყო. მოგება ჩვენს საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ყოველდღიური პროცესია, ის დეტალები, რასაც ფეხბურთელებისგან ვხედავ და რაც ძალიან მაბედნიერებს.'' - ენცო მარესკა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, მანჩესტერ სიტი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები