Belive

კვერნაძემ იტალიის თასზე გაიბრწყინა - საოცარი შეხვედრა ქართველისგან

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში, სადაც ფროზინონე იუვე სტაბიას მასპინძლობდა, ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ გაიბრწყინა.

შეხვედრა იტალიის თასის ეგიდით შედგა და გუნდები 1/16-ფინალში გადასასვლელად იბრძოდნენ - კვერნაძის ფროზინონემ მეტოქე 4:1 დაამარცხა, თავად ქართველმა კი საოცარი შეხვედრა ჩაატარა. გიორგიმ იუვე სტაბიას დუბლი შეუსრულა და ამ მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა. მან შეუცვლელად ითამაშა და რა თქმა უნდა, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

გიორგი კვერნაძის შეფასება 8.8-დან 9.0-დეა (flashscore-სა და sofascore-ის მონაცემებით).

"კოპა იტალიის" 1/16 ფინალში, ფროზინონეს მეტოქე სასუოლოსა და ჩეზენას შორის გამარჯვებული იქნება. კვერნაძის გუნდი, სერია A-ში გამოსვლას ერთი კვირის შემდეგ დაიწყებს - ფროზინონე პირველივე ტურში იუვენტუსს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები