აინტრახტის მწვრთნელი: "კვარაცხელიამ გამაკვირვა, ის მარტო არ უნდა დავტოვოთ"
ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "ნაპოლისთან" მოახლოებული დაპირისპირების წინ რამდენიმე თემის, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი მომავალი მეტოქე გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"ამ სეზონის დაწყებამდე მე მას არ ვიცნობდი, გამიკვირდა, რომ ახალგაზრდა ქართველს ამდენი თვისება აქვს და ასე სწრაფად დაიმკვიდრა თავი სერია A-ში, ეს ადვილი არ არის.
მას აქვს სივრცის პოვნის კარგი უნარი და შემდეგ დრიბლინგის მეშვეობით მეტოქისთვის როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან გვერდის ალვა შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განაპირა მცველები მის წინააღმდეგ ორთაბრძოლებში მარტო არ დავტოვოთ და დავეხმაროთ, რათა მისი თვისებების გაკონტროლება მოვახერხოთ", - თქვა 48 წლის ავსტრიელმა სპეციალისტმა.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა გერმანიაში, 22 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.