ვილი სანიოლი: "მგონია, რომ ფეხბურთი უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს..."
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და მატჩი ბრინტანელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა გააკეთა:
"მოედანზე თავიდან რთული სიტუაცია იყო, რადგან ჯერ ურთულეს სათამაშო სიტუაციაში გოლი გავუშვით, შემდეგ კი რამდენიმეჯერ გავედით მოედანზე და დავბრუნდით გასახდელში.
მატჩის წინ შოტლანდიის ნაკრების თავკაცს ვესაუბრე და ორივე ცალსახად შევთანხმდით იმ ფაქტზე, რომ სტადიონზე ამ ამინდში თამაში ძალიან გაჭირდებოდა.
სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერმა ჩვენს ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა, რაც თამაშზე აშკარად აისახა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მგონია, რომ ფეხბურთი ბევრად დიდ დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს".
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში, 3 ჩატარებული ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრებს მესამე ტურის მატჩი სათამაშო აქვს, რის შემდეგაც შესაძლოა ცხრილში პოზიციები შეიცვალოს.
შოტლანდიის ნაკრები კი 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.