Belive

4 საათი ვერონას საავადმყოფოში - კვარაცხელიას ტრავმის ახალი დეტალები

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს პირველი ტურის მატჩში, რომელიც "ვერონასა" და "ნაპოლის" შორის ნეაპოლელთა გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი დატოვა, ანტონიო კონტეს იძულებითი ცვლილების გამოყენება მოუხდა.

როგორც ჩანდა, ქართველ ფეხბურთელს მოწინააღმდეგე ფეხბურთელისგან სახეში მოხვდა, ამიტომ ეჭვი თავის ტრავმაზე იყო. მატჩის დასრულებისთანავე, ხვიჩა კვარაცხელია ვერონას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და სხვადასხვა სამედიცინო კვლევა ჩაიტარა.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც იტალიურ მედიაში ვკითხულობთ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, ქართველი შემტევი ვარჯიშს დღესვე გააგრძელებს და 25 აგვისტოს "ბოლონიას" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

მომდევნო მატჩს "ნაპოლი" 25 აგვისტოს, შინ "ბოლონიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები