Belive

საფონოვი: "კვარას ოქროს ბურთის მოგების 3.33%-იანი შანსი აქვს"

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარი სენ ჟერმენისა და რუსეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მატვეი საფონოვმა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებსა და შანსებზე ისაუბრა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის ნაკრები ოფიციალურ მატჩებს კვლავ ვერ მართავს და ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება, სადაც ირანს, ნამიბიასა და ნიგერიას დაუპირისპირდება. მედიასთან შეხვედრისას პარიზელთა გოლკიპერმა, რომელიც თავად მოხვდა გასული სეზონის საუკეთესო 10 მეკარეს შორის, პარიზული კლუბის თანაგუნდელების პერსპექტივები შეაფასა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის მიანიჭებდა უპირატესობას ნომინანტებს შორის, საფონოვმა აღნიშნა, რომ მისთვის კონკრეტული ფეხბურთელის გამოყოფა რთულია.

„ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს აზრს რამე ფასი რომ ჰქონდეს. მინდა, რომ ეს ტიტული ჩემი გუნდის წევრმა მოიპოვოს - პსჟ-ში ბევრი ღირსეული მოთამაშეა, რომელთაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ამიტომ ერთის არჩევა მიჭირს. ბიჭებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს და პროგრესს მიაღწიეს." - მატვეი საფონოვი

საინტერესო ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც რუსმა ჟურნალისტებმა საფონოვს ჰკითხეს, თუ რამდენ პროცენტად აფასებდა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსს. „3.33%“, - უპასუხა პარიზელთა მეკარემ ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე. ერთი შეხედვით ამოუცნობ პასუხს სინამდვილეში მარტივი მათემატიკური ახსნა აქვს: „ოქროს ბურთის“ 30-კაციან სიას შორის თითოეულ ნომინანტს, მათ შორის კვარაცხელიასაც, გამარჯვების ზუსტად 1/30 შანსი (ანუ 3.33%) აქვს.

ეს ლოგიკური და მათემატიკური გათვლა სრულიად ბუნებრივია საფონოვისთვის, რომელიც ბავშვობიდან ჭადრაკითა და მათემატიკითაა გატაცებული.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის წლევანდელი, რიგით 70-ე საიუბილეო ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები