2000-იანი წლების ყველაზე უხეში ფეხბურთელები FourFourTwo-ს ვერსიით
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ 2000-იანი წლების ყველაზე უხეშ ფეხბურთელად ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ნაიჯელ დე იონგი დაასახელა:
,,ნიდერლანდელის უხეში ვარდნები ჯერ კიდევ აიაქსში გატარებული დღეებიდან იწყება. თუმცა, ალბათ, ხალხს ყველაზე კარგად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ხაბი ალონსოზე სასტიკი თავდასხმა ახსოვს - მფრინავი დარტყმა მკერდში, რომლის გამოც დე იონგი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა,'' - წერს FourFourTwo
2000-იანი წლების 10 ყველაზე უხეში ფეხბურთელი FourFourTwo-ს ვერსიით:
ნაიჯელ დე იონგი
ხავი ნავარო
პაბლო ალფარო
სერხიო რამოსი
ტომაშ რეპკა
ალექსის რუანო
ნემანია ვიდიჩი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ჯენარო გატუზო
ტონი ადამსი