Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მესი მოედანზე ბურთით ლაპარაკობს და არა სათადარიგო სკამიდან"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინამ კოლუმბია მონიმალური სხვაობით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. მესიმ შეხვედრის 66-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და სკალონის იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. თამაშის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი ლაუტარო მარტინესმა არგენტინას ტიტული მოუტანა. ფინალის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

რაც ძალიან მომეწონა ფინალურ მატჩში არის ის, რომ როდესაც მესიმ დატოვა მოედანი, ის ურეაქციოდ უყურებდა დარჩენილ დროს. ის არ თამაშობდა გმირის როლს და არ აძლევდა მითითებებს ფეხბურთელებს, რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერია. მესი მოედანზე ლაპარაკობს ბურთით და ამის კეთების მეტი არაფერი სჭირდება. მესი ენდობა თავის მოთამაშეებს და იცის, რომ მას ჰყავს მეომრები, რომლებიც მასთან ერთად თამაშობენ. არგენტინელები იმსახურებდნენ გამარჯვებას. - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა

ამ დეტალზე ყურადღების გამახვილება, შესაძლოა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალზე მინიშნებაც იყოს. პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გამართულ ფინალში რონალდუმ ტრავმა მიიღო, მატჩის მიმდინარეობისას კი იმით გამოირჩეოდა, რომ საკუთარ მოთამაშეებს განუწყვეტლივ აძლევდა დავალებებსა და მითითებებს. ედერის გოლით, პორტუგალია 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები