20 ფეხბურთელი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა
გთავაზობთ 20 ფეხბურთელს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდნენ - ზოგი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, ზოგმა კი კარიერა უკვე დაასრულა.
20. ადრიანო (ბრაზილია)
რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ეს არის იგივე ადრიანო, რომელიც ოდესღაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თავდამსხმელი იყო, სანამ შეუსაბამობები და პირადი პრობლემები დაასრულებდა მის კარიერას. სანამ ადრიანო "პარმასა" და "ინტერის" ფორმას მოირგებდა, ის იყო ახალგაზრდა გაჭირვებული ბიჭი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ფაველაში, ვილა კრუზეიროში ცხოვრობდა და ოცნებობდა ისეთ ცხოვრებაზე და შანსზე, რომ დედასთვის სასახლე ეყიდა.
19. სტივენ პიენარი (სამხრეთ აფრიკა)
აპარტეიდის ეპოქის სამხრეთ აფრიკაში გაზრდა სახიფათო წინადადება იყო სტივენ პიენარისთვის, რომელიც იოჰანესბურგის მიდამოებში დაიბადა. პიენარი იხსენებს, რომ დედამ აუკრძალა ტელევიზორის საყურებლად დივანზე ჯდომა, რადგან ეშინოდა, რომ ტყვია ფანჯრიდან შემოფრინდებოდა და შვილს დააზიანებდა - ამიტომ მას ტახტზე ჯდომა შეეზღუდა. "ევერტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე გაიხსენა რასიზმის საზიზღარი შემთხვევები კანის ფერის გამო და ის სიხარული, რომელიც განიცადა 1994 წელს აპარტეიდის გადაყენებისას. სწორედ მას შემდეგ, პიენარმა ფეხბურთის საშუალებით შეძლო ვესტბერის საშიშროებისგან თავის დაღწევა. "აიაქსში" გადასვლიდან მალევე, მისი ახლო მეგობარი ტრაგიკულად დაიღუპა ვესტბერის არეულობის დროს, ეს იყო მოვლენა, რომელიც პიენარის თქმით, ძალიან მტკივნეულია.
18. იური ჟირკოვი (რუსეთი)
იური ჟირკოვისთვის ფეხბურთი თავდაპირველად იყო საშუალება, თავი დაეღწია დამძიმებული ცხოვრებისგან. ტამბოვში იგი და მისი ოჯახი (6 ადამიანი) 5 კვადრატულ ოთახში ცხოვრობდნენ. ბავშვობაში ჟირკოვი გარეთ რჩებოდა და ბურთს ურტყამდა მის მეზობლად მდებარე შენობებს და სახლში დასაბრუნებლად მისი ოჯახის დაძინებას ელოდებოდა. მას დასაკეც საწოლზე ეძინა და ზაფხულში ვარჯიშებზე ვერ დადიოდა, რათა მშობლებს ზამთრისათვის საკვების მოპოვებაში დახმარებოდა.
17. ალექსანდრ გლები (ბელარუსი)
უპირველეს ყოვლისა, ალექსანდრე გლები ჯერ კიდევ მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელია. ის ჯერ 33 წლისაა და თურქულ "გენჩლერბილიგიში" თამაშობს. "არსენალის" საკულტო გმირს, ფონად გაჭირვების ნამდვილი ამბავი აქვს. ის გაიზარდა ჩერნობილის კატასტროფის ჩრდილში, ბელორუსიაში. გლების მამა ნებაყოფლობით ანადგურებდა რადიაციული გამოსხივების გამო დაუსახლებელ სახლებს, რამაც შემდგომში ჯანმრთელობის გართულება გამოიწვია. ახალგაზრდა გლები ბავშვობაში შემოიფარგლებოდა ერთი წყვილი გაცვეთილი ფეხსაცმლით და ფეხბურთს მინსკში, ბეტონის მოედნებზე თამაშობდა, რამაც რეპუტაცია აუმაღლა და მას შესაძლებლობა მისცა "ბატედან" "არსენალში" და მოგვიანებით კი "ბარსელონაში" ეთამაშა.
16. რობინიო (ბრაზილია)
სამწუხაროდ, რობინიოს დიდი დრო არ დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ფიქრებიდან ბავშვობის ტრავმებსა და სიღარიბეს ვერ გაექცეოდა. რობინიომ ბავშვობა თავისი უნარების დახვეწაში გაატარა სან ვისენტეს ქუჩებში, ქალაქიდან არც თუ ისე შორს, სადაც არის ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბი. სწორედ ბრაზილიული ფეხბურთის მეფემ - პელემ სცადა რობინიოს "სანტოსში" მიყვანა. თუმცა, "სანტოსში" რობინიოს წარმატებამ მიიპყრო გამტაცებლების ყურადღება, რომლებმაც დედამისი სან-პაულოდან 45 მილის დაშორებით გაიტაცეს და გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
15. ანტონიო კასანო (იტალია)
ანტონიო კასანოს მიმართ ადრეული ცხოვრება არ იყო კეთილგანწყობილი, რომელიც ფართოდ განიხილებოდა ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად. კასანომ თავისი პოტენციალი ზოგადად ცუდი განწყობის გამო გაფლანგა. კასანო ბარი ვეკიას სასტიკ რეალობაში დაიბადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და კრიმინალური უბანი. კასანოს მამამ ოჯახი მიატოვა, რაც იტალიელ ფეხბურთელზე ძალიან ცუდად აისახა. ამის შემდეგ ცხოვრება რთული იყო, კასანოს დედა ოჯახის გადარჩენისთვის იბრძოდა. ქუჩებში კასანო პირველად ბარის სკაუტმა შეამჩნია, რომელმაც კასანოსთან ერთად იმუშავა და აღმოაჩინა იტალიის ერთ-ერთი უდიდესი ახალგაზრდა ტალანდი. მას შემდეგ კასანომ აღიარა, რომ მას დანაშაულებრივი ცხოვრება ელოდა, თუ ის არ ითამაშებდა ფეხბურთს, თუმცა ზოგიერთი მისი მეგობარი ამტკიცებს, რომ კასანო იყო იმდენად კრიმინალური ადამიანი, რომ მას ვარჯიშზე ვერც კი შეეწინააღმდეგებოდი.
14. სამუელ ეტოო (კამერუნი)
ბუღალტერის ვაჟი, სამუელ ეტოო, უფრო დიდი პრივილეგიით სარგებლობდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ბავშვი მშობლიურ კამერუნში, მაგრამ არ არსებობს მისი ბავშვობის ფოტოგრაფიული ჩანაწერი. ეტოოს ოჯახმა ვერ გადაიხადა ფოტოკამერის საფასური და, როგორც ასეთი, ფეხბურთელის ნათლობა ასახული არსად არ არის. ეტოოს დიდი დრო არ დასჭირვებია იმისათვის, რომ ბუნებრივი ნიჭით მიეპყრო მწვრთნელების ყურადღება. ეტო'ოს მამა შოკში ჩავარდა, როცა მისი ვაჟი ერთ დღეს სახლში ბედნიერი დაბრუნდა და ამაყად გამოაცხადა, რომ მას სთავაზობდნენ დღეში დაახლოებით 30 დოლარს, თუ იგი ადგილობრივ კლუბში ითამაშებდა. უფროსმა ეტოომ ვერ გააცნობიერა, რომ ფეხბურთი შეიძლება მომგებიანი საშუალება ყოფილიყო. "ბარსელონას" ფორვარდმა ერთ მშვენიერ დღეს ხელი მოაწერა რუსული კლუბის - მახაჩკალის „ანჟის“ შემოთავაზებას და გახდა ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი (იმ დროს). იგი ერთი წლის განმავლობაში 26 მილიონ დოლარის იღებდა.
13. დანტე (ბრაზილია)
ერთი პატარა ოთახი და ერთი წყვილი ბოტასი - დანტე არაფრით განსხვავდებოდა თანატოლებისგან. დანტე ახალგაზრდობაში დროს ატარებდა ბურთით მაღაზიების ავტოსადგომებზე, სადაც დედამისი მოლარედ მუშაობდა. როდესაც დანტემ აღმოაჩინა, რომ არავის ჰქონდა საშუალება მისთვის ავტობუსის ბილეთი ეყიდა, მან საკუთარი საქმე თავის თავზე აიღო, გაყიდა თავისი ვიდეო თამაშები, რათა შეეძინა ბილეთი, რომ ავტობუსით სხვა ქალაქში სავარჯიშოდ წასულიყო.
12. დანი ალვეში (ბრაზილია)
ალვეშის ძმები ამბობენ, რომ ექვსი წლის ასაკში, "ბარსელონას" ვარსკვლავი სახლში კედლიდან-კედელზე დადიოდა და მის ხელმოწერას წერდა, რადგან ემზადებოდა იმ დღისთვის, როდესაც უამრავი თაყვანისმცემელი გაშლიდა ხელებს მისი ავტოგრაფის მოსაპოვებლად. ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძიმე სამუშაო შესრულდა. პატარა ასაკში დანი ალვეში ცივი საწოლიდან ყოველ დღე გამთენიისას დღებოდა, რადგან მამას ნესვის კრეფაში დახმარებოდა. იგი მუშაობდა ფერმაში, ასევე ოფიციანტად და ვაჭრად. მისმა მამამ შეძლო და დააარსა საფეხბურთო კლუბი, სადაც ალვეშმა ფეხბურთის თამაში დაიწყო. ოდესღაც შორეული ოცნება, წლების განმავლობაში რეალობად იქცა.
11. იაია ტურე (კოტ დ'ივუარი)
იაია ტურეს მხოლოდ 10 წლის ასაკში ჰქონდა საკუთარი საფეხბურთო "ფეხსაცმელი". მან წლები გაატარა ფეხშიშველი ფეხბურთის თამაშით, მშობლიურ კოტ დ'ივუარის ქუჩებში. „ბუცები ძალიან ძვირი ღირდა“, - უთხრა ტურემ "The Guardian"-ს 2011 წელს. „და როცა შენს ოჯახში შვიდი ადამიანია და ამბობ, რომ გინდა იყიდო წყვილი ფეხსაცმელი, მამაშენს შენი მოკვლა უნდა“. მაგრამ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის სიტყვებით: "მე უბრალოდ ჩვეულებრივი აფრიკული ბავშვობა მქონდა. ცხოვრება ბრძოლა იყო, როცა გავიზარდე“. ტურემ აშკარად გამოიყენა თავისი შესაძლებლობები.
10. უეინ რუნი (ინგლისი)
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს ბავშვობაში ყურადღებას არ აკლებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, კროქსტეტში ცხოვრებას არ ჰქონია ისეთი ფუფუნება, რომლითაც პროფესიონალი ფეხბურთელი სარგებლობს. უეინ რუნის მამა ხშირად ითმენდა უმუშევრობას, ხოლო მისი "ევერტონის" მოყვარული შვილები ოცნებობდნენ თავიანთი საყვარელი კლუბის სასტარტო თერთმეტეულში შესვლაზე. კროქსტეტის დაბზარული ურბანული ლანდშაფტი ნარკოტიკებისა და იარაღის რეპუტაციას ატარებს, მაგრამ ფეხბურთის თამაშის სურვილით შეყვარებულმა რუნიმ შეძლო დროულად მოშორებოდა მის მშობლიურ უბანს და მოეფიქრებინა რამე ისეთი, რითიც ცნობილი გახდებოდა.
9. კარლოს ტევესი (არგენტინა)
კარლოს ტევესი ცნობილი გახდა, როგორც "ელ აპაჩე", დანაშაულებით სავსე ბუენოს-აირესის ფუერტე აპაჩის უბნის შემდეგ, საიდანაც ის ხალხის საყვარელ ადამიანად იქცა. ტევესი ყვებოდა დანაშაულითა და უმწეობით დათრგუნული ბავშვობის შესახებ, დილით სკოლაში სიარულის შესახებ, თუ როგორ მიდიოდა სკოლაში მოკლული მეზობლების ცხედრების გვერდით. ტევესს გახეული ბუცები ეცვა ისე, რომ მისი ფეხის ფრჩხილებიც ჩანდა.
8. ალექსის სანჩესი (ჩილე)
ჩილეს ინდუსტრიული ცენტრის, ტოკოპილას სასოწარკვეთილების დროს ალექსის სანჩესი გაჩნდა. ოდესღაც ბიჭმა გადაწყვიტა წარმატების მიღწევა დედის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მას შემდეგ, რაც მამამისი დიდწილად არ იყო დასაქმებული, სანჩესის დედა ცდილობდა სკოლაში დასუფთავების სამსახურში ემუშავა, რათა ოჯახი ერჩინა - ამ ფაქტმა "არსენალის" ვარსკვლავი შეაშფოთა. ”როდესაც ის სკოლაში ასუფთავებდა მე დავიმალე, რადგან არ მიყვარდა მისი იქ ნახვა”, - თქვა ალექსისმა. სანჩესი რეცხავდა მანქანებს, რათა დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა ოჯახს. მას რომ ფეხბურთში ვერ მიეღწია წარმატებისთვის, როგორც თავად აღნიშნა, სავარაუდოდ სიცოცხლეს ადგილობრივ მაღაროში დაასრულებდა. მაგრამ, 16 წლის ალექსისმა თავისი პროფესიონალური დებიუტი ჩაატარა და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ევროპულმა კლუბებმა, მასზე ნადირობა დაიწყეს.
7. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
ხშირად მომღიმარ ლუკა მოდრიჩს რომ შევხედოთ, ძნელია მის სახეზე იმ ტკივილის ამოკითხვა, რაც მან ბავშვობაში გადაიტანა. მან ნახევარი ბავშვობა ომში გაატარა, მოდრიჩი მხოლოდ ხუთი წლის იყო, როდესაც ხორვატიის დამოუკიდებლობის ომი დაიწყო (1991 წელს) და რამდენიმე თვის შემდეგ მისი ბაბუა ტრაგიკულად მოკლეს. "ტოტენჰემისა" და მადირიდის "რეალის" ვარსკვლავი იძულებული გახდა ეცხოვრა ლტოლვილთა ბანაკში, სასტუმროში. მისი სოფელი ოკუპირებული იყო, ხოლო მოდრიჩს კი დრო სასტუმროს ავტოსადგომზე ფეხბურთის თამაშით გაჰყავდა.
6. ანხელ დი მარია (არგენტინა)
ბევრი სხვა პროფესიონალი ფეხბურთელის მსგავსად, ანხელ დი მარია ჰიპერაქტიური ბავშვი იყო - ეს მისმა გამზრდელმა დედამაც ადვილად აღიარა. ბავშვობიდან ფეხბურთი იყო საშუალება, რომ მოეხდინა მისი ენერგიის ფოკუსირება და მთელი მისი ჰიპერაქტიურობა სპორტში გადაეტანა. "რივერ პლეიტის" მოყვარული მამამისი, ოდესღაც ოცნებობდა ცნობილი კლუბის მთავარ გუნდში თამაშზე, მაგრამ მისი კარიერა დამანგრეველი ტრავმის შედეგად დაიმსხვრა. ანხელ დი მარია სხვა ქალაქში ველოსიპედით მიდიოდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ფეხბურთზე ევარჯიშა.
5. ნეიმარი (ბრაზილია)
ნეიმარის ღრმა ბავშვობაში, მის მშობლებს სჯეროდათ, რომ მათ შვილი დაკარგეს. ნეიმარი ავტოკატასტროფაში მოხვდა, იგი მაშველებმა მანქანიდან სისხლიანი გადმოიყვანეს. ნეიმარი ბაბუის სახლის ვიწრო ოთახში იზრდებოდა, სადაც ოჯახის 4 წევრი ცხოვრობდა. "სანტოსში" მისი აღზევება იმდენად ნათელი იყო, რომ მადრიდის "რეალმა" იმდროინდელ 13 წლის ბიჭზე ნადირობა ეგრევე დაიწყო. ნეიმარი და მამამისი ესპანეთში გაფრინდნენ, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შემდეგ ნეიმარი "სანტოსში" დაბრუნდა და მხოლოდ 2013 წელს დაბრუნდა ევროპაში სამუდამოდ, სადაც "ბარსელონასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
იბრაჰიმოვიჩი გაიზარდა მალმიოს როზენგარდის რაიონში, ადგილი, რომელიც უფრო ცნობილია ახალგაზრდების "დაღუპვით", ვიდრე ბრწყინვალე ფეხბურთელების გამოჭედვით. შვედის ბოსნიელი მამა ალკოჰოლიკი იყო, მისი ხორვატი დედა კი მეძავი. წყვილი დაშორდა, როდესაც ზლატანი ორი წლის იყო. იბრაჰიმოვიჩს აძლევდნენ იმის მოპარვის საშუალებას, რაც მას სჭირდებოდა. ზლატანი მთელი ბავშვობის განმავლობაში ვარჯიშებზე ველოსიპედით დადიოდა. ვარჯიშებამდე კი მთელ დღეს ქუჩაში ბურთის თამაშში ატარებდა. როდესაც იბრაჰიმოვიჩი 18 წლის გახდა, მან ნამდვილად დაინახა საკუთარი პოტენციალი ფეხბურთში და როგორც ამბობენ, დანარჩენი ისტორიაა...
3. ფრანკ რიბერი (საფრანგეთი)
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პროფესიონალ ფეხბურთელს ეუბნებოდნენ, რომ ისინი ვარსკვლავობისთვის იყვნენ დაბადებული, ფრანკ რიბერი ამას მიჩვეული არ იყო. მარცხენა გარემარბი დაიბადა "Chemin-Vert"-ის უბანში, მის მშობლიურ "Boulogne-sur-Mer"-ში, ჩრდილოეთ საფრანგეთში. ორი წლის რიბერიმ სახის უმძიმესი ტრავმა ავტოკატასტროფაში მიიღო, როდესაც ავტოავარიის დროს მანქანის საქარე მინას პირდაპირ სახით შეასკდა. მოგვიანებით მოზარდი რიბერი "ლილის" აკადემიაში ბრწყინავდა, მაგრამ ამავდროულად იგი აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის ქვედა ლიგებში თამაშის დროს. ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა - რიბერიმ ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა...
2. ლუის სუარესი (ურუგვაი)
მონტევიდეოზე (ურუგვაის დედაქალაქი) შეყვარებულმა ლუის სუარესმა სიცოცხლის პირველი წლები ქუჩაში გაატარა, სადაც ფეხსაცმლის გარეშე ფეხბურთს თამაშობდა. შვიდი წლის ასაკში, მამის უმუშევრობის გამო, "ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი თავის ექვს და-ძმასთან ერთად ურუგვაის დედაქალაქში გადავიდა. სუარესის ოჯახი მას ხშირად ვერ აძლევდა ფეხსაცმელს, რათა ფეხბურთი ეთამაშა, ხოლო მამამ ოჯახი მიატოვა, როდესაც ლუისი თორმეტი წლის იყო. ის იბრძოდა „ნასიონალში“ სათამაშოდ. სუარესი ფეხბურთში წარმატების მიღწევის სურვილის გაღვივებისთვის, მის წარსულს აფასებს.
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)
კრიშტიანუს ცხოვრება შორს იყო ყველაფერი იმისგან, რასაც შემდგომ, როგორც საუკეთესო ფეხბურთელმა მიაღწია. ის იყო უბრალო ბიჭი მადეირადან. ცნობილია, რომ ის იზრდებოდა საკმაოდ მოკრძალებულად, სათამაშოებისა და საშობაო საჩუქრების გარეშე. ფეხბურთელი საძინებელსაც კი თავის 3 დედმამიშვილთან ერთად იზიარებდა. იქამდე, სანამ 2003 წელს ხელი არ მოაწერა მანჩესტერთან კონტრაქტს და ფეხი არ შედგა თვითმფრინავში. რონალდუს თავმდაბლურმა დასაწყისმა კარგი შედეგი გამოიღო მის შემდგომ წინსვლაში - მიაჩნდა, რომ თინეიჯერობისას მხოლოდ ნახევრად პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ იყო მზად.