Belive

ლუკა მოდრიჩი ევროპაში მხოლოდ რონალდუს ჩამორჩება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ლეგენდამ, ლუკა მოდრიჩმა, ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ეს მისი 180-ე მატჩია ეროვნული გუნდის მაისურით. ამ მაჩვენებლით ხორვატი ფეხბურთელი სერხიო რამოსს გაუთანაბრდა და ევროპელებს შორის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ დღეს რონალდუმ შოტლანდიის წინააღმდეგ, 213-ე სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა და პორტუგალიამ მის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო (2:1), ისევე როგორც, პოლონეთმა მოუგო მოდრიჩის გატანილი საჯარიმო დარტყმით პოლონეთს (1:0).

რონალდუს ჩათვლით, მხოლოდ 8 ფეხბურთელია ისეთი, რომელიც მოდრიჩს სანაკრებო მატჩების რაოდენობით უსწრებს, თუმცა 1 შეხვედრაც და ევროპელებს შორის, მოდრიჩი ერთპიროვნულად დაიკავებს მეორე ადგილს.

სხვა სტატიები