Belive

სიტი ილქაი გიუნდოგანის წარმომადგენლებს დაუკავშირდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "სიტი" ილქაი გიუნდოგანის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ინგლისელები მათი ყოფილი ნახევარცველის პოტენციურ დაბრუნებას გეგმავენ.

როგორც წყარო იტყობინება, კლუბიც და გვარდიოლაც "გუნდოს" დაბრუნებაზე თანახმა არიან.

გერმანელმა ნახევარმცველმა კატარიდან, საუდის არაბეთიდან და კიდევ სხვა კლუბებისგან არაერთი შეთავაზება მიიღო.

ყველასათვის გასაკვირი გადაწყვეტილება, 33 წლის გერმანელმა დღეს მიიღო.

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ილქაი გიუნდოგანი, "ბარსელონას" ღირსებას 2023/2024 წლების სეზონიდან იცავს, სადაც 51 ჩატარებულ მატჩში 5 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები