1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი: "კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია"
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფრანკო კაუსიომ, რომელიც იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი, ხოლო ტურინის "იუვენტუსთან" ერთად სერია A-ს 6-გზის გამარჯვებული და უეფას თასის 1977 წლის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
73 წლის ვეტერანმა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერს უნიკალური ფეხბურთელი უწოდა.
"კვარა უნიკალური ფეხბურთელია. მას იტალიაში სადარი არ ჰყავს. ვულოცავ ჯუნტოლის და ყველას, ვისაც ამ ფეხბურთელის წარმატება სურდა, რადგან ის ძალიან ძლიერია.
კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ იმ უნარით, რომელიც მის მიერ მეტოქის გავლას ნიშნავს, ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია. მსგავსი დრიბლინგის უნარი თავიდან მხოლოდ ხუან კუადრადოს, შემდეგ კი დომენიკო ბერარდის ჰქონდა. ახლა, ასე თამაში ჯაკომო რასპადორისაც შეუძლია", - თქვა ფრანკო კაუსიომ.
საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.