Belive

Transfermarkt - ევრო 2024-ის 24-ვე ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

6 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

Transfermarkt-ის მონაცემებით ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები ჯუდ ბელინგემი და კილიან მბაპე არიან, რომლებსაც პორტალი 180 მილიონ ევროდ აფასებს.

ტოპ ათეულში ყველაზე მეტი - 5 ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებიდანაა, 2-2 გერმანიიდან და საფრანგეთიდან, 1 - კი ესპანეთიდან.

კვლავ 80 მილიონ ევროდაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ძვირადღირებული ევრო 2024-ზე 13 ფეხბურთელი იქნება (5 ნაკრებიდან).

24-ვე ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები:

  • ალბანეთი - არმანდო ბროია (22 მილიონი ევრო)

  • რუმინეთი - რადუ დრაგუშინი (25 მილიონი ევრო)

  • ჩეხეთი - ტომას სოუჩეკი (30 მილიონი ევრო)

  • ავსტრია - კონტრად ლაიმერი (30 მილიონი ევრო)

  • პოლონეთი - იაკუბ კივიორი (30 მილიონი ევრო)

  • შოტლანდია - სკოტ მაკტომინეი (32 მილიონი ევრო)

  • სლოვაკეთი - დავიდ ჰანცკო (35 მილიონი ევრო)

  • უკრაინა - ოლექსანდრ ზინჩენკო (38 მილიონი ევრო)

  • თურქეთი - ჰაკან ჩალჰანოღლუ (45 მილიონი ევრო)

  • შვეიცარია - მანუელ აკანჯი (45 მილიონი ევრო)

  • სლოვენია - ბენჟამინ სესკო (50 მილიონი ევრო)

  • სერბეთი - დუშან ვლაჰოვიჩი (65 მილიონი ევრო)

  • ბელგია - ჟერემი დოკუ (65 მილიონი ევრო)

  • დანია - რასმუს ჰოილუნი (65 მილიონი ევრო)

  • უნგრეთი - დომინიკ სობოსლაი (75 მილიონი ევრო)

  • ხორვატია - იოშკო გვარდიოლი (75 მილიონი ევრო)

  • იტალია - ნიკოლო ბარელა (80 მილიონი ევრო)

  • ნიდერლანდები - ხავი სიმონსი (80 მილიონი ევრო)

  • საქართველო - ხვიჩა კვარაცხელია (80 მილიონი ევრო)

  • პორტუგალია - რაფაელ ლეაუ (90 მილიონი ევრო)

  • ესპანეთი - როდრი (120 მილიონი ევრო)

  • გერმანია - ფლორიან ვირცი (130 მილიონი ევრო)

  • საფრანგეთი - კილიან მბაპე (180 მილიონი ევრო)

  • ინგლისი - ჯუდ ბელინგემი (180 მილიონი ევრო)

ევროპის ჩემპიონატი დღეს, 23:00 საათზე, გერმანიისა და შოტლანდიის შეხვედრით გაიხსნება. ფინალური მატჩი 14 ივლისს გაიმართება.

ევრო 2024-ზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

სხვა სტატიები