ანტონიო კონტე პაუზის აღებას და ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს
იტალიელი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ტოტენჰემმა" მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა, კარიერაში პაუზის აღებას და გარკვეული დროით ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს.
იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი კარიერაში 1 წლით შესვენების აღებას აპირებს.
53 წლის მწვრთნელმა ლონდონურ კლუბში 2021 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის 26 მარტამდე იმუშავა და ამ პერიოდში გუნდს 76 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც "დეზებმა" 41 მატჩი მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს, 23-ში კი დამარცხდნენ.
ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 4-ჯერ იტალიის სერია A (3 ტურინის "იუვენტუსის", ერთი კი მილანის "ინტერის" მწვრთნელის რანგში), ერთხელ ინგლისის პრემიერ ლიგა, 2-ჯერ იტალიის სუპერთასი, ერთხელ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.