Belive

კონფლიქტი ბარსელონაში - აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" შიდა სამზარეულოში კონფლიქტია. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით ევროპულ მედიაში ვრცელდება. "ბლაუგრანას" აღმასრულებელი დირექტორი ფერან რევერტერი კატალონიური კლუბიდან წავიდა, რისი მიზეზიც ცნობილი გახდა. El Pais-ის ცნობით, რევერტერი "ბარსას" კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან კონფლიქტის გამო ტოვებს. დაპირისპირების მიზეზი კი ის გახლავთ, თუ რომელ სპონსორთან უნდა ეთანამშრომლა "ბარსელონას". გარდა ამისა, რევერტერი და ლაპორტა განსხვავებულად ხედავდნენ "ბარსელონას" განვითარების პერსპექტივას. მანამდე "ბარსას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განაცხადა, რომ რევერტერი კლუბს ოჯახური მიზეზების გამო დატოვებდა. ფერანი სამსახურში დარჩება მანამ, სანამ კლუბი ახალ აღმასრულებელ დირექტორს არ დანიშნავს. სპეციალისტი ამ პოზიციაზე 2021 წლის ივლისიდან მუშაობდა. 22 ტურის შემდეგ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში დაგროვებული 38 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და შემდეგ შეხვედრას "ესპანიოლის" წინააღმდეგ, 14 თებერვალს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები