Belive

ტებასი: ,,ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ლა ლიგაში თამაშობს''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, მადრიდის ,,რეალის'' შემტევზე, ჯუდ ბელინგემზე, ისაუბრა. მისი თქმით, ინგლისელი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია:

,,ჩვენთან ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს და ის ინგლისელია! მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული და ბელინგემის მასშტაბებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ თუ ბრიტანელ მაყურებელთა რიცხვს გავითვალისწინებთ, ის ჩვენს ლიგაზე დიდ გავლენას ახდენს. მათი ყურადღება ჩვენს ჩემპიონატზე სწორედ მისი წყალობითაა მოპყრობილი. დარწმუნებული ვარ, ჯუდი რეალში კიდევ რამდენიმე სეზონი ითამაშებს.

ორი ქვეყნის შედარება არ შეიძლება... რა თქმა უნდა, პრემიერლიგა უფრო დიდი ტურნირია, მაგრამ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ესპანეთში თამაშობს. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ლა ლიგაში უმაღლესი დონის მოთამაშეები მოვიზიდოთ. - ხავიერ ტებასი

ბელინგემისთვის, რომელიც ,,რეალში'' გასულ ზაფხულს გადავიდა, მადრიდული კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო - ინგლისელის ანგარიშზე ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 13 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

20 წლის ნახევარმცველს ,,რეალთან'' კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები