Belive

ლა ლიგის გუნდების კაპიტნები ფიქრობენ, რომ მაიამიში ჩასატარებელი მატჩი 'ჯდომით' გააპროტესტონ

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

დეკემბრის ბოლოს, აშშ-ში, მაიამიში, ვილიარეალი/ბარსელონას მატჩის ჩატარების გეგმებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გრძელდება, ფეხბურთელები ამის წინააღმდეგ პროტესტს აპირებენ, თუმცა რა ფორმით, ეს ჯერ მოსაფიქრებელია. (უეფამ ნება დართო ბარსელონასა და ვილიარეალს, რომ გამონაკლისის სახით, 21 დეკემბერს, ლა ლიგის მატჩი, მაიამიში ჩაატარონ).

ამ კვირაში, ლა ლიგის წარმომადგენლობა ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას (AFE) უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლეს. AFE იმედგაცრუებულია არა მხოლოდ გეგმების შესახებ ჩართულობისა და ინფორმაციის ნაკლებობით, არამედ ლა ლიგის მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობითაც.

ლა ლიგის გუნდების კაპიტნები სამშაბათს ლა ლიგისა და ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა მათ მადრიდში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე აცნობეს, რომ შეხვედრა არ ჩატარდებოდა. მეორე მხრივ, ლა ლიგამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მზად იყო კაპიტნებთან შესახვედრად და სამი ალტერნატიული თარიღი შესთავაზა, თუმცა გრაფიკის შეუსაბამობის გამო, სამშაბათს შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო.

Cadena Cope-ის ინფორმაციით, ფეხბურთელები ძალიან გაბრაზებულები არიან მაიამიში თამაშის ორგანიზების წესით და ერთიანობის დემონსტრირებას მეცხრე ტურში აპირებენ. თითოეული თამაშის დასაწყისში, 30 წამის განმავლობაში არავინ ითამაშებს და შესაძლოა, ფეხბურთელები უბრალოდ მინდორზე დასხდნენ.

შეგახსენებთ, რომ შიდა ჩემპიონატის ერთი თამაშის საზღვარგარეთ გატანას სერია A-ც აპირებს, მილანისა და კომოს მატჩი ავსტრალიაშია დაგეგმილი.



სხვა სტატიები