უიმბლდონი 2025 | ბასილაშვილმა პირველი მატჩი მოიგო
5 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ლონდონში Wimbledon-ის ტურნირი 30 ივნისს იწყება, მანამდე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებმა აიღო სტარტი, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო მეტად საინტერესოა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი გვყავს.
მამაკაცა საკვალიფიკაციოს 1/4-ფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობს - ნიკოლოზ ბასილაშვილი და საბა ფურცელაძე.
ბასილაშვილმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა, სადაც მან ესპანელ პაბლო ლიამას ლუისს 3-სეტში 6:3; 4:6; 6:3 მოუგო და საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში გავიდა. - 1/2-ფინალში, #1 ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, ჰონგ-კონგელი ჩაკ ლამ კოულმენ ვონგი იქნება.
რაც შეეხება საბა ფურცელაძეს, იგი 23 ივნისს მოგვიანებით ითამაშებს შვეიცარიელ - დომინიკ სტრიკერთან, მისი თამაში 18:45 საათზეა ჩანიშნული.