Belive

US OPEN 2025 | გორგოძე და ბასილაშვილი მეორე საკვალიფიკაციოში დამარცხდნენ

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

25 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკის ღია პირველობა (US OPEN) გაიმართება.

იქამდე კი საკვალიფიკაციო ეტაპებია დასკვნით ფაზაში და წინ კვალიფიკაციის ფინალია, სადაც სამწუხაროდ ვერც ერთი ქართველი ვერ მოხვდა...

სამწუხაროდ, ქართველები - ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკატერინე გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალში დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდნენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 228-ე ჩოგანთან, შვეიცარიელ, მარკ-ანდრეა ჰასლერთან 2-სეტიან მძიმე ბრძოლაში: 6:7; 5:7 დამარცხა და ასპარეზობას გამოეთიშა.

რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, 33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ - ფრანჩესკა ჯონსთან, თითქმის 2-საათიან ბრძოლაში: 6:1; 7:6 დამარცხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, მამაკაცებიდან ტურნირი დასაცავი - იანიკ სინერს, ხოლო ქალებიდან - არინა საბალენკას აქვს.

სხვა სტატიები