Belive

ვენის 500-ქულიანი შეჯიბრი | პრევიუ - ბასილაშვილი Vs. ალკარასი

18 საათის წინ ჩოგბურთი
2 წთ

Erste Bank Open-ის (ვენა) 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 137-ე ჩოგანი, იური როდიონოვი 2 სეტში, ანგარიშით 7:6, 6:1 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილის მომავალი მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, კარლოს ალკარასი იქნება, რომელმაც გუშინ კარენ ხაჩანოვთან იმარჯვა.

მერვედფინალური ეტაპის მატჩი ბასილაშვილსა და ალკარასს შორის დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

პრევიუ

ურთიერთშეხვედრები

ბასილაშვილსა და კარლოს ალკარასს პროფესიონალურ დონეზე ერთმანეთის წინააღმდეგ 2 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ორივე ესპანელმა მოიგო.

პირველად ქართველისა და ესპანელის დაპირისპირება 2021 წლის როლან გაროსის 1/32-ფინალში შედგა, სადაც კარლოს ალკარასმა თიხის კორტზე ბასილაშვილი 3-სეტში დაამარცხა (4:6, 2:6, 4:6).

მეორე დაპირისპირებაც თიხის საფარზე შედგა, ამჯერად მადრიდის მასტერსზე, 2022 წელს, მეორე წრეში, სადაც ასევე კარლოს ალკარასმა გაიმარჯვა ისე, რომ ნიკას სეტი არ მოუგია (3:6 ; 5:7).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება - მან გასულ კვირას ყაზახეთში 250-ქულიან შეჯიბრზე ბრწყინვალე მეტოქეები დაამარცხა და ATP ტურის შეჯიბრის ფინალში გასვლა 2022 წლის შემდეგ პირველად შეძლო, თუმცა სამწუხაროდ ფინალში დანილ მედვედევთან დამარცხდა.

რაც შეეხება კარლოს ალკარასს, 23 წლის ესპანელმა და 7-გზის სლემის გამარჯვებულმა 2026 წელი ბრწყინვალედ დაიწყო და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, შემდეგ კი დოჰას ტურნირიც მიაყოლა. ამის შემდეგ იყო აპრილში მიღებული მძიმე ტრავმა და გამოტოვებული 5 თვე - კორტზე დაბრუნება მან ტოკიოში შეჯიბრის მოგებით აღნიშნა და ნელ-ნელა ცდილობს რომ ოპტიმალური ფორმა დაიბრუნოს.

სხვა სტატიები