საბა ფურცელაძე შარმ ელ შეიხის ტურნირის გამარჯვებულია
ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გამართული ITF-ის 25 000-იანი ტურნირი საბა ფურცელაძის ტრიუმფით დასრულდა.
აღსანიშნავია რომ საბამ მთელი ტურნირის მანძილზე მხოლოდ 2 სეტი დათმო და მეტოქეებს ფაქტობრივად უპრობლემოდ აჯობა.
ფურცელაძემ, რომელიც ტურნირამდე ATP-ს რეიტინგში 527-ე ადგილს იკავებდა, პირველ მატჩში, ტურნირზე მეორე განთესვის მქონე ბრიტანელს, ალასტაირ გრეის აჯობა (3:6; 6:4;3:6), რასაც მეოთხედფინალში ფრანგი ჟიულ მარი მიაყოლა (6:2;6:4).
საბას პრობლემა არც ნახევარფინალში შექმნია - უზბეკი სერგეი ფომინი, რომელიც ამ ტურნირზე განთესვით მესამე იყო, მარტივად 6:4;6:1 დაამარცხა.
ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რუსი, ალიბეკ კაჩმაზოვი იყო, რომელიც საბას რეიტინგში დაახლოებით 200 პოზიციით უსწრებდა. ამ სხვაობის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფურცელაძემ მეტოქე 6:4;7:5 დაამარცხა და ტურნირის მოგებასთან ერთად განახლებულ რეიტინგშიც წინ წაიწია - იგი ამჟამად მსოფლიოს 503-ე ჩოგანია.