Belive

საბა ფურცელაძე ყაზახეთის ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა

7 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საბა ფურცელაძე ყაზახეთის 50-ქულიანი ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი ასტანაში გამართული ტურნირის ფინალში ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვთან 2 სეტში 6:4, 6:3 დამარცხდა. შეხვედრა 1:28 საათი მიმდინარეობდა.

ტურნირის საპრიზო თანხა 41 000 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ საბამ ჩელენჯერის ფინალი პირველად ითამაშა. ასევე შეგახსენებთ, რომ ტურნირზე მონაწილეობას იღებდა ალექსანდრე ბაკშიც, რომელიც 1/2-ფინალურ ეტაპზე სწორედ ბულგარელ კუზმანოვთან დამარცხდა.

სხვა სტატიები