საბა ფურცელაძემ სტამბოლის ჩელენჯერი ამერიკელ ჩოგბურთელთან გამარჯვებით დაიწყო
4 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე სტამბოლის ჩელენჯერის 75 ქულიან ტურნირზე მონაწილეობს, სადაც დამაჯერებელი და მარტივი გამარჯვება მოიპოვა. 23 წლის სპორტსმენმა ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილი ამერიკელი მარტინ დამი 58 წუთიან და 2 სეტიან (3:6, 1:6) დაპირისპირებაში დაამარცხა და 1/8 ფინალში იასპარეზებს.
საბა ფურცელაძე მომდევნო ეტაპზე მარტინ ლანდალუსს დაუპირისპირდება, შეხვედრა ხვალ, 4 სექტემბერს 11 საათზეა ჩანიშნული.
სტამბოლის ჩელენჯერის საპრიზო თანხა 82 000 დოლარია.