Belive

გამარჯვებები და დიდი წინსვლა რეიტინგში - ბაკში და ფურცელაძე ნახევარფინალში არიან!

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელები - ალექსანდრე ბაკში და საბა ფურცელაძე, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 50-ქულიანი ჩელენჯერის შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას და ბრწყინვალედაც ასპარეზობენ.

ტურნირზე, სადაც ქართველი ჩოგბურთელები იღებენ მონაწილეობას, საპრიზო თანხა 41,000 დოლარია.

26 ალექსანდრე ბაკშიმ, შეჯიბრის 1/4-ფინალში, უზბეკი მეტოქე - სერგეი ფომინი, 3 სეტში, ძალიან მძიმე სამსაათნახევრიანი დაპირისპირებაში, 7:6; 6:7; 7:6 დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა. 1/2-ფინალში ბაკშის მეტოქე, ბულგარელ - დიმიტარ კუზმანოვსა და რუს - ევგენი დონსკის შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება საბა ფურცელაძეს, 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სლოვაკი - ლუკაშ პოკორნი 2 სეტში, ანგარიშით: 6:2; 6:3 დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუს - ევგენი კარლოვსკის დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 50-ქულიანი შეჯიბრის ნახევარფინალში გასვლით, ალექსანდრე ბაკშიმ მსოფლიოს ლაივ რეიტინგში 76 პოზიციით წინ წაიწია და ახლა მსოფლიოს 546-ე ჩოგანია.

საბა ფურცელაძე კი 40 პოზიციით დაწინაურდა და ამ წამის მონაცემებით, იგი მსოფლიოს 493-ე ჩოგანია.

სხვა სტატიები