საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი, საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია. საბამ ფინალში იტალიელი ფედერიკო ჩინა 2 სეტში - 6:7 (5:7), 4:6 დაამარცხა. შეხვედრა 1:34 საათი მიმდინარეობდა.
ფინალური ეტაპის შეხვედრის პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა, სეტი ბრეიკის გარეშე მიმდინარეობდა და საბოლოოდ საქმე ტაი-ბრეიკამდეც მივიდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა. მეორე სეტში საბა ფურცელაძემ ყველაზე საჭირო მომენტში, 4:5-ზე მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მნიშვნელოვან ტიტულსაც დაეუფლა.
აღნიშნული ტურნირი 50-ქულიანია და თბილისში კერძოდ მზიურის კორტებზე მიმდინარეობდა. საპრიზო ფონდი $60 000 დოლარია.