საბა ფურცელაძე დევისის თასზე რიკარდას ბერანკისთან დამარცხდა
საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობს.
დღეს, ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრების პირველი და მსოფლიოს რეიტინგის 450-ე ჩოგანი საბა ფურცელაძე 248-ე ნომერ რიკარდას ბერანკისთან დაპირისპირებაში დამარცხდა. პირველი სეტი მძიმე გამოდგა, რომელიც ლიეტუველმა ჩოგბურთელმა ტაი ბრეიკზე 7:6 (7:5) მოიგო, მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით 3:6 დასრულდა, არანაკლებ დაძაბული იყო მესამე სეტი, სადაც რიკარდას ბერანკისმა 7:6 (9:7) გაიმარჯვა. მატჩი 2:59 საათი მიმდინარეობდა.
ამ მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ლიეტუვის ნაკრებს შორის ანგარიში 2:2-ია.
დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი იქნება, ზურა ტყემალაძე ვილიუს გაუბასს დაუპირისპირდება. მატჩი 20:40 საათზეა დაგეგმილი.
თუ საქართველოს ნაკრები ლიეტუვას დამარცხებას შეძლებს, შემდეგ შესაძლებლობა ექნება World Group 1-ში გადავიდეს, მომდევნო მატჩი 2024 წლის სექტემბერში გამართოს და მოგების შემთხვევაში, კიდევ უფრო მაღალ ჯგუფში (Qualifiers) გადავიდეს.
შეგახსენებთ, დღეს წყვილთა თანრიგში ალექსანდრე ბაკშიმ და ალექსანდრე მეტრეველმა ლიეტუველების ტადას ბაბელისის და ედას ბუტვილასის წყვილი 1:2 დაამარცხეს.
ვილნიუსიდან მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური მედია პარტნიორი ბილაივი.