Belive

ბაკში და ფურცელაძე 50-ქულიანი შეჯიბრის 1/4-ფინალში გავიდნენ!

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელები - ალექსანდრე ბაკში და საბა ფურცელაძე, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 50-ქულიანი ჩელენჯერის შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას.

ტურნირზე, სადაც ქართველი ჩოგბურთელები იღებენ მონაწილეობას, საპრიზო თანხა 41,000 დოლარია.

26 ალექსანდრე ბაკშიმ, შეჯიბრის 1/8-ფინალში, იაპონელი მეტოქე - სეიტა ვატანაბე, 2 სეტში, ძალიან მარტივად: 6:3; 6:1 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. 1/4-ფინალში ბაკშის მეტოქე, უზბეკი - სერგეი ფომინი იქნება. მატჩი 19 ივლისს, თბილისის დროით 10:00 საათზეა ჩანიშნული.

რაც შეეხება საბა ფურცელაძეს, 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ყაზახი ჩოგბურთელი - ამირ ომარხანოვი 2 სეტში, ანგარიშით: 6:3; 6:4 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც სლოვაკ - ლუკას პოკორნის დაუპირისპირდება. საბა ფურცელაძისა და სლოვაკის მეტოქის დაპირისპირება 19 ივლისს, თბილისის დროით 11:30 საათზე შედგება.

სხვა სტატიები