საბა ფურცელაძე 50-ქულიანი ჩელენჯერის ფინალშია
6 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე ყაზახეთის 50-ქულიანი ჩელენჯერის ფინალშია.
22 წლის ჩოგბურთელმა ასტანაში მიმდინარე ტურნირის 1/2-ფინალში რუსი ევგენი კარლოვსკი დაამარცხა, საბამ მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო და 2 სეტში 0:6, 4:6 დაამარცხა, შეხვედრა 1:12 საათი მიმდინარეობდა.
საბა ფურცელაძეს ფინალში შესაძლოა თანამემამულე ალექსანდრე ბაკში შეხვდეს, 27 წლის ჩოგბურთელის მატჩიც დღეს გაიმართება, ის ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს შეხვდება.
ტურნირის საპრიზო თანხა 41 000 დოლარია.