საბა ფურცელაძე დევისის თასის პირველ შეხვედრაში დამარცხდა
3 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები მექსიკის წინააღმდეგ თამაშობს. პირველ შეხვედრაში საბა ფურცელაძე ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან 0:2 დამარცხდა. მატჩი 1:56 საათი მიმდინარეობდა.
შეხვედრის პირველი სეტი დაძაბული გამოდგა, სადაც საბა ტაი-ბრეიკში 6:7 (3:7) დამარცხდა, მეორე სეტი კი ქართველმა 4:6 დათმო.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან კიდევ ერთი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში იასპარეზებს, ის მექსიკის ნაკრების პირველ ნომერს როდრიგო პაჩეკო მენდეზს შეხვდება.
მატჩები დღეს და ხვალ, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დასწრება თავისუფალია.