Belive

საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება დევისის თასზე

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ში ალექსანდრე ბაკშიმ მექსიკის ნაკრების პირველი ნომერი, როდრიგო პაჩეკო მენდეზი დაამარცხა და საქართველომ აქტივში პირველი მოგება ჩაიწერა.

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 2 სეტში დაამარცხა. როგორც პირველი ასევე მეორე სეტი ალექსანდრემ ტაი-ბრეიკით: 7:6 (7:2), 7:6 (7:5) მოიგო. დაპირისპირება 2:05 საათი მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, დღეს გამართულ პირველ დაპირისპირებაში საბა ფურცელაძე ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა მექსიკასთან ანგარიში გაათანაბრა - 1:1

მატჩები დღეს და ხვალ, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დასწრება თავისუფალია.

სხვა სტატიები