Belive

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე მექსიკა დაამარცხა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დღეს, დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის მატჩები დასრულდა. ტურნირზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

დღეს 2:2-ზე გადამწყვეტი შეხვედრა ალექსანდრე ბაკშიმ ჩაატარა, რომელიც მექსიკელ ალან ფერნანდო რუბიო ფიეროს დაუპირისპირდა, ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 2 სეტში 6:3, 7:6 (7:5) დაამარცხა. დაპირისპირება 1:29 საათი მიმდინარეობდა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები 2025 წელს მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს წყვილთა თანრიგიც გაიმართა, სადაც ქართულმა ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის წყვილმა მექსიკელი როდრიგო პაჩეკო მენდეზის და მიგელ-ანხელ რეიეს-ვარელას წყვილი 2:1 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, მექსიკელმა როდრიგო პაჩეკო მენდეზმა ერთეულთა თანრიგში გადაინაცვლა, სადაც საბა ფურცელაძესთან გაიმარჯვა, საბა მექსიკელ ჩოგბურთელთან მატჩს მე-2 სეტში ჩაეხსნა.

სხვა სტატიები