Belive

კარიერის მატჩი | ბითაძემ ჰიუსტონს 23 ქულა 100%-იანი სიზუსტით ჩაუგდო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძემ დღეს NBA-ში კარიერის მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავისთვის სარეკორდო, 23 ქულის ჩაგდება მოახერხა. "ინდიანა პეისერსმა" გამთენიისას "ჰიუსტონ როკეტსი" 121:118 დაამარცხა. ბითაძე, რომელიც პარკეტს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, მალკოლმ ბროგდონთან ერთად გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. გოგამ 26 წუთში 23 ქულა (6-დან 6 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. "პეისერსი" მეოთხე მეოთხედის წინ მეტოქეს 12 ქულით ჩამორჩებოდა. შეხვედრის მიწურულს, 22 წლის ცენტრმა ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და 115:113-დან "ინდიანა" წინ ორი ქულით გაიყვანა.
"ბითაძე ძალიან კარგი იყო მოედნის ორივე მხარეს, დომინირებდა ფარზე - მისი ასეთი თამაში ძალიან მახარებს. გოგა ამტკიცებს, რომ შანსს იმსახურებს," - ამბობს "პეისერსის" მთავარი მწვრთნელი, რიკ კარლაილი.

ბითაძის ყველა მომენტი ჰიუსტონთან:

24 მოგებითა და 47 მარცხით "ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები