Belive

გოგა ბითაძე: "მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, საკვალიფიკაციო მატჩებში უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება. პრინციპული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - გოგა ბითაძე, აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიული შანსი აქვს, ამიტომ მოთამაშეებმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

სხვა სტატიები