Belive

ორლანდომ ნიუ იორკს მოუგო - ბითაძეს მეჯიქის რიგებში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ნიუ იორკ ნიქსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:98 დამარცხდა.

,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 29 წუთში 3 ქულა, 11 მოხსნა (ყველაზე მეტი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში) და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

გოგამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,მეჯიქს'' 20 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით პაულო ბანკერომ ულიდერა.

,,ნიქსის'' რიგებში 20 ქულით, 2 მოხსნით, 2 ჩაჭრით, 1 ასისტითა და 1 დაფარებით მაილს მაკბრაიდი გამოირჩა.

,,ორლანდო'' 22 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა.

ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 18 იანვარს, ,,ატლანტა ჰოუკსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები