Belive

"ზაფხულში საქართველო ფიჯის უმასპინძლებს" - თორნიკე გოგებაშვილი

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

ივლისში საქართველო ფიჯის უმასპინძლებს, ამის შესახებ განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა განაცხადა.

მატჩი, დიდი ალბათობით, "ბათუმი არენაზე" გაიმართება, ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დადასტურებულია უკვე, რომ ზაფხულში საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ტესტმატჩები იაპონიასთან და ავსტრალიასთან აქვს ჩასატარებელი.

ბათუმში გაიმართება ტესტმატჩი, სადაც კუნძულელებს დავუპირისპირდებით. ჩვენ შევპირდით გულშემატკივრებს, რომ მინიმუმ 2 თამაში საქართველოში ჩატარდება და ეს კონკრეტული აუცილებლად ჩვენთან უნდა გაიმართოს. 1 ტესტი ზაფხულში 1 ტესტი შემოდგომაზე იქნება. - თორნიკე გოგებაშვილი - საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

სხვა სტატიები