Belive

"პატივისცემის მიუხედავად, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჩვენი საზომი არაა" - რიჩარდ კოკერილი

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ქართული რაგბის შესახებ ისაუბრა. ინგლისელმა სპეციალისტმა ცნობილ გამოცემა Telegraph-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ჩელენჯ თასზე კლერმონს ვეთამაშეთ, სადაც საგულშემატკივროდ 17, 000 ფანი მოვიდა. ასეთი დასწრება ბევრ პრემიერშიპის გუნდს არ აქვს. ამ ეტაპზე იმაზე ბევრად წინ ვიმყოფებით, ვიდრე იტალია 2000 და 2010 წელს იყო, როცა 6 ერში და URC-ში მოხვდნენ.

"შავი ლომი" , რომელიც ძირითადად ქართველი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა.

ტესტ-მატჩების პრობლემა არ გვაქვსმ რადგან ზაფხულში და შემოდგომაზე კარგი მატჩები გვექნება. ძლიერ მეტოქეებს ჩვენთან თამაში სურთ. მათთვის ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. ეს ტიერ 1-სა და ტიერ 2-ს შორის კარგ ნაზავს ქმნის.

პატივისცემის მიუხედავად, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჩვენი საზომი არაა. ამ ტურნირისთვის ზედმეტად კარგები ვართ და ეს ყველაფერი წამგებიან პოზიციაში გვაყენებს. თუ გავიმარჯვებთ არავის გაუკვირდება, ხოლო ჩვენი მარცხი კატასტროფად შეფასდება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ და URC-ში გავწევრიანდეთ. - განაცხადა რიჩარდ კოკერილმა

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდეიში „საკურებს“ ეთამაშება, ერთი კვირის თავზე კი სიდნეიში „ვოლაბებს“ დაუპირისპირდება (პირველად მსოფლიო თასს მიღმა).

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტურნეზე გამგზავრებამდე, 12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ფიჯი მეორედ ჩამოვა. 5 ივლისს მას ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ვუმასპინძლებთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, ბორჯღალოსნები „მფრინავებთან“ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

სხვა სტატიები