Belive

"ყველაზე ძლიერი მონსტრები, რომლებიც ოდესმე გინახავთ" - Planet Rugby ბორჯღალოსნებზე

3 თვის წინ რაგბი
2 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე, Planet Rugby-ზე ვრცელი სტატია განთავსდა, სადაც საქართველოს, როგორც ტურნირის დომინანტ ძალას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

უკანასკნელი 23 გათამაშების განმავლობაში, საქართველომ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 15-ჯერ შეძლო. "ბორჯღალოსნებს" 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და ტრიუმფალური სვლის გაგრძელებას, 4 თებერვალს, გერმანიის დამარცხებით შეეცდებიან.

საქართველო

თიკუნი: "ბორჯღალოსნები"

6 ერის კლონი: ირლანდია

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

ფანების სპეციალური შეძახილი: ლელო, ლელო საქართველო

როგორ უნდა მოახდინო გულშემატკივართან ადაპტაცია: დაიმაგრე შავი წვერი და ისაუბრე ძლიერი, მკაცრი ხმით

ჩემპიონები და ყველაზე ძლიერი მეტოქეები, რომლებიც ოდესმე გინახავთ. მასიური შერკინებებისა და უნიჭიერესი პლეიმეიქერების მოყვარულები. ეს არის საქართველო, ესენი არიან ყოვლისშემძლე "ბორჯღალოსნები". უძლიერესი შერკინებები, ლეტალური ლელოების დაგვირგვინება და მუდმივად გამარჯვებულის მენტალიტეტის გამოვლენის ხილვა თუ გსურს, მათ თამაშებს უნდა უყურო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველომ ჩემპიონის ტიტული მრავალჯერ მოიპოვა და რაგბი ევროპის დომინანტ ძალად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო კიდევ უფრო განვითარდა და ჰყავს უძლიერესი უკანა ხაზი, რომელსაც სასწაულების ჩადენა შეუძლია - უნიკალური უნარების გამოვლენით, მათ მეტოქის მოტყუება მარტივად შეუძლიათ.

აკაკი ტაბუცაძე არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მელელოვე, თუმცა, აღნიშნული რეკორდი წლების განმავლობაში ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს ეკუთვნოდა. ამ ლეგენდარულმა ფლანკერმა 75 სანაკრებო მატჩში, 27 ლელოს გატანა შეძლო. ის არის ერთადერთი ფორვარდი, რომელიც საქართველოს საუკეთესო მელელოვეთა შორისაა.

შეგახსენებთ, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 3 თებერვალს აიღებს სტარტს. "ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე გერმანიაა - მატჩი 4 თებერვალს, ქალაქ დესაუში გაიმართება.

ბორჯღალოსნების განრიგი

  • 4 თებერვალი: გერმანია - საქართველო

  • 10 თებერვალი: საქართველო - ნიდერლანდები

  • 17 თებერვალი: საქართველო - ესპანეთი

სხვა სტატიები