Belive

ცვლილება ბორჯღალოსნების გაფართოებულ რაზმში

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

"ბორჯღალოსნები" 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადებიან. გერმანიასთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (17:28) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ნიდერლანდებს უმასპინძლებს.

"ბორჯღალოსნების" პირველი საშინაო მატჩი 10 თებერვალს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებთან მატჩისთვის რიჩარდ კოკერილმა ცვლილებები განახორციელა და გაფართოებულ შემადგენლობაში 5 მორაგბეს უხმო.

კოკერილის გადაწყვეტილებით, ნაკრებს ბურჯები - ბექა გიგაშვილი და სანდრო ქუნთელია, ფლანკერი - ბექა გორგაძე, 9 ნომერი თენგიზ პერანიძე და ფრთა ლუკა ხორბალაძე დაემატნენ.

ბორჯღალოსნების გაფართოებული რაზმი

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი), ბექა გორგაძე (პო).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), დავით ხუროშვილი (კლერმონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

სხვა სტატიები