Belive

რაგბი ევროპა | დომინანტი საქართველო წარმატებული სვლის გაგრძელებას გეგმავს

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

ნახევარფინალური მატჩების წინ, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, მონაწილე ქვეყნების შესახებ ვრცელი სტატია განთავსდა და საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველო დომინანტ ძალად მოიხსენიეს, რომელიც მომავალშიც ეცდება წარმატებული სვლის გაგრძელებას.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული, 2018 წელს დაწყებული სვლის გაგრძელებას ეცდება. გასულ წელს, საქართველომ ყველა თამაშის მოგება შეძლო და მხოლოდ რამდენიმე ლელო გაუშვა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხეს. ფინალში საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, რომელსაც მოგვიანებით, რაგბის მსოფლიო თასზე დაუზავდა.

ნინიაშვილისა და ტაბუცაძის დუეტი და ძლიერი შერკინება ის ფაქტორებია, რომელიც გიბიძგებთ, რომ ბორჯღალოსნების თამაშს თვალყური ადევნოთ. ლუკა მატკავა კიდევ ერთი გამორჩეული მორაგბეა, რომელიც ყურადღებას იპყრობს - ნიჭიერი მორაგბე განვითარებასა და ზრდას განაგრძობს.

სხვა სტატიები