Belive

"ვთამაშობთ ჩვენი ქვეყნისთვის და ეს უდიდესი მოტივაციაა" - სია კოლისი

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება შედგა. "სტად დე ფრანსზე" ფინალის ტოლფასი მატჩი გაიმართა, რომელიც საფრანგეთის მარცხით 28:29 დასრულდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 80 წუთის განმავლობაში ინტენსივობისა და ფიზიკურობის არნახული დემონსტრირება მოახდინა, რაც საბოლოოდ, მატჩის სასურველი შედეგით დასრულებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. "ბოკეს" კაპიტანმა - სია კოლისიმ იმ მთავარი გარემოების შესახებ ისაუბრა, რაც აფრიკელ მორაგბეებს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ბარიერის დაძლევის შემდეგ, 1/2-ფინალში, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება.

ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი ერისთვის. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ და ეს არაა უბრალოდ მოედანზე გასვლა, ჩვენ ვთამაშობთ ხალხისთვის, რომლებიც სამშობლოში ჩვენს უკან დგანან - ეს უდიდესი მოტივაციაა. - სია კოლისი.

სხვა სტატიები