Belive

ტომ ქარიმ ბონგი მბონამბი რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში, ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება შედგა. ინტენსიური და ფიზიკურად ურთულესი მატჩი, ინგლისის მარცხით 15:16 დასრულდა.

"ვარდები" მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა, "ბოკემ" ბოლოს მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა - ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ფიზიკურად უძლიერესი ფორვარდები გახდნენ, რომლებმაც ინგლისს შერკინებასა და შეჯგუფებებში დიდი პრობლემები შეუქმნეს და არაერთ ეპიზოდში დააჯარიმეს.

ინგლისელმა ტომ ქარიმ სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების ჰუკერი და ერთ-ერთი ვარსკვლავი - ბონგი მბონამბი რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ინგლისელმა მორაგბემ შეხვედრის მთავარ არბიტრს ჰკითხა, როგორ უნდა ემოქმედა იმ შემთხვევაში, როდესაც მბონამბი მას თეთრ ***-ს უწოდებდა, რაზეც ბენ ო'კიფიმ მიუგო, რომ შესაბამის ზომებს თავად მიიღებდა.

სხვა სტატიები