Belive

დიდი ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში - აფრიკა და ზელანდია რეიტინგის სათავეში

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

მსოფლიო თასზე 1/4-ფინალური ეტაპის შემდეგ, მსოფლიო რაგბმა რეიტინგი განაახლა, სადაც დიდი ცვლილებებია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის ნახევარფინალის საგზური - არგენტინამ, სამხრეთ აფრიკამ, ახალმა ზელანდიამ და ინგლისმა მოიპოვეს.

საოცარი მატჩებისა და სანახაობის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში დიდი ცვლილებებია, კერძოდ კი მსოფლიო პირველობა დაკარგეს ირლანდიელებმა და მათი დამარცხებით, ახალმა ზელანდიამ 3.22 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რომლითაც მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრები გახდნენ. ირლანდია კი მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

მასპინძელი საფრანგეთის ნაკრების დამარცხებით, სამხრეთ აფრიკამ 2.78 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის ახალი ლიდერია. საფრანგეთის ნაკრებმა კი, მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ინგლისის ნაკრებმა 0.78 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში დაწინაურებისთვის საკმარისი გამოდგა და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მეხუთე ადგილიდან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა შოტლანდიის ნაკრები.

მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც 1/4-ფინალში უელსის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო თასის ნახევარფინალში გავიდა. არგენტინელებმა უელსის გამარჯვებით 2.52 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს.

მერვე პოზიციაზე დაქვეითდა უელსის ნაკრები. მე-10 პოზიციაზე მყოფმა ფიჯიმ კი 0.78 სარეიტინგო ქულა დაკარგა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში ადგილი კვლავ იგივე პოზიციაზე შეინარჩუნა.

მსოფლიო რეიტინგში ბორჯღალოსნების ადგილი უცვლელია - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მე-14 პოზიციას 72.68 სარეიტინგო ქულით იკავებს.

სხვა სტატიები