ვინ გახდება Top 14-ის საუკეთესო მელელოვე და რატომ ნინიაშვილი?!
2 წლის წინ
რაგბი
3 წთ
- “კვირის გამორჩეული ლელო…” – World Rugby საქართველოს ნაკრების ლელოს გამოეხმაურა
- დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- Tier 2 Rugby: ნინიაშვილი საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ უნდა დასახელდეს!
- გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ ნინიაშვილი Top 14-ის სეზონის აღმოჩენად დაასახელა!
დავით ნინიაშვილი
გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუ ჯოშუა ტუისოვას დავასახელებდით - ფიჯელმა ფენომენმა Top 14-ის გასულ სეზონში 14 ლელოს დადება შეძლო და საუკეთესო მელელოვე გახდა, თუმცა, გავრისკეთ და უფრო გაბედულ ფსონს, დავით ნინიაშვილზე ჩამოვდივართ. ქართველი მორაგბე ზრდასა და განვითარებას არასდროს წყვეტს. ახალგაზრდა მორაგბისათვის განსაკუთრებით წარმატებული სეზონის ბოლო გამოდგა. ნინიაშვილმა "ჩელენჯ ქაფის" ფინალში ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. თბილისელი ბავშვი შესაძლოა "ლიონის" უკანახაზის X ფაქტორი გახდეს. ჩარლი ნგატაისა და პიერ-ლუის ბასარის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ნინიაშვილს, რომელიც "ლიონში" დარჩა კიდევ უფრო მეტი დრო მიეცემა. ამავდროულად, ნინიაშვილი, რომელიც კვლავ "ლიონშია" მოწადინებულია, რომ ახალი ნაბიჯი გადადგას.დავით ნინიაშვილთან ერთად, Rugbyrama-ს რედაქციამ Top 14-ში მოასპარეზე ვარსკვლავები დაასახელა. ზოგიერთი მათგანის სახელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი - ათეულის წევრებმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე მრავალ პრინციპულ დაპირისპირებაში მიიღეს მონაწილეობა. Top 10 მორაგბე, რომელიც შესაძლოა სეზონის საუკეთესო მელელოვე გახდეს: ბაპტისტ კულილუ ("ლიონი"), ანტუან დუპონი ("ტულუზა"), ხუან იმჰოფი ("რასინგ 92"), ბენ ლამი ("მონპელიე"), მატის ლებელი ("ტულუზა"), დავით ნინიაშვილი ("ლიონი"), დამიან პენო ("კლერმონი"), მადოშ ტამბვე ("ბორდო"), ტედი ტომასი ("ლა როშელი"), ვაისეა ("ტულონი"). Rugbyrama ხმის მიცემის შესაძლებლობას გულშემატკივრებსაც აძლევს. რჩეული მორაგბისათვის ხმის მიცემას, აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ.