ნინიაშვილმა ლიონი გარდაუვალი ლელოსგან იხსნა
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, "ბაიონასა" და "ლიონის" დაპირისპირება შედგა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 19:7 დასრულდა.
მართალია "ლიონის" ქართველმა ვარსკვლავმა - დავით ნინიაშვილმა ლელოს დადება ვერ შეძლო, მაგრამ, ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გარდაუვალი ლელოსგან იხსნა. მატჩის სტარტზე, "ბაიონას" ვინგერმა - რემი ბაგემ მოწინააღმდეგის ბურთი ჩაჭრა და დაახლოებით 60 მეტრიანი სოლო რეიდი მოაწყო. ნინიაშვილი მას ფეხდაფეხ მიჰყვა და 22-მეტრიან ნიშნულთან მისი შეჩერებაც შეძლო.
Davit Niniashvili easily beats Bayonne wing Rémy Baget in a footrace. pic.twitter.com/L4pSfYhFPJ
— Tier 2 Rugby (@T2Rugby) December 5, 2022