Belive

ვალ რაფავა-რუსკინი ფანების ვერსიით გლოსტერის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

,,გლოსტერის'' ბურჯი, ვალ რაფავა-რუსკინი გუნდის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახალეს. ინფორმაციას ინგლისური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,გლოსტერი'' ინგლისის პრემიერშიფის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 7 მოგებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა.

30 წლის მორაგბემ გასული თვის ბოლოს მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ვალ რაფავა-რუსკინი ორი წლის იყო, როცა მისი ოჯახი ინგლისში გადაბარგდა. მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები. ქართული ფესვების მქონე მორაგბე ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ორჯერ მოხვდა. პირველად რაფავა-რუსკინი 2019 წელს გამოიძახეს, თუმცა მას ,,ვარდების” კვართის მორგების შესაძლებლობა არ მიეცა. მეორე შემთხვევა კი, 2022 წლის 18 ოქტომბერს დაფიქსირდა.

სხვა სტატიები