Belive

"შავი ლომი ფიზიკურად ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია" - გლოსტერის მთავარი მწვრთნელი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

შავი ლომი ჩელენჯ ქაფის სადებიუტო შეხვედრაში გლოსტერთან 10:15 დამარცხდა. მძიმე ბრძოლაში პირველი ქართული ლელო ლუკა მატკავამ გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და შემდეგ უკვე საჯარიმო დარტყმაც გამოიყენა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გლოსტერის მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს

აქამდე 6 მატჩი წავაგეთ და მძიმე დღეები გვქონდა, ბევრი ვივარჯიშეთ და ვეცადეთ ამინდს შევგუებოდით. შავი ლომი ფიზიკურად ძალიან კარგი, ძლიერი გუნდია, 10 ნომერს გამოვარჩევდი (ლუკა მატკავა), ძალიან მაგარი ლელო დაგვიდო. შესვენებაზე ვიმსჯელეთ, თუ როგორ კარგად იცავდა თავს მეტოქე, ვიფიქრეთ რომ აზრი არ ჰქონდა ძალისმიერ თამაშს ამიტომ გადავეწყვეთ ფეხით თამაშზე. - ჯორჯ სკივინგტონია - გლოსტერის მთავარი მწვრთნელი
ამინდი არ იყო ისეთი, რომ სანახაობრივი მატჩი გამოსულიყო, დიდწილად არც მე და არც ჩემს ვიზავის, აკაკი ტაბუცაძეს კარგი გაქცევის საშუალება არ მოგვცემია. - ჯონი მეი
მიმაჩნია რომ შავი ლომისთვის შერკინება განსაკუთრებული იარაღია, მეტოქის მატჩები კარგად შევისწავლეთ და მაქსიმუმი გავიღეთ მატჩის მოსაგებად. - ჰარი ტეილორი (კაპიტანი)

სხვა სტატიები