ვალ რაფავა-რუსკინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს
30 წლის წარმოშობით ქართველი მორაგბე - ვალ რაფავა-რუსკინი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ინგლისის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.
BREAKING: Steve Borthwick has named his initial 28-player England Rugby World Cup training squad 🏴
— Sky Sports News (@SkySportsNews) June 12, 2023
Zach Mercer, Danny Care and Val Rapava-Ruskin are the headline inclusions 👇 pic.twitter.com/pn1f6GUSaU
"გლოსტერის" წლის საუკეთესო მორაგბე ინგლისის ეროვნულ ნაკრებში აქამდეც ვარჯიშობდა, თუმცა მას ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს - სტივ ბორთვიკს, ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ გამოუძახებია ის მორაგბეები, რომლებიც TOP 14-ისა და ინგლისის პრემიერშიფის პლეი-ოფებს თამაშობენ.
რაფავა-რუსკინს 2011 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
England men's head coach Steve Borthwick has named a 28-player training squad for his first Rugby World Cup 2023 preparation camp
— England Rugby (@EnglandRugby) June 12, 2023
The squad does not include players from the four Premiership semi-finalist teams, Leicester, Northampton, Sale & Saracens#WearTheRose | @O2